იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სინდისის პატიმრების მშობლების აქცია მიმდინარეობს.
მშობლებს ხელში უჭირავთ იმ მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, რომლებიც მათი შვილების საქმეებს განიხილავენ.
როგორც პატიმრების მშობლები აცხადებენ, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების კონფერენცია იმართება.
ფოტო ჯგუფ “დაიტოვეში” გავრცელდა.





























































