გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    „ისრაელ, არ ჩამოაგდოთ ბომბები!“ _ ტრამპი ორივე მხარეს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

    “ევროკავშირმა, შესაძლოა, ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს”- კაია კალასი

    დონალდ ტრამპი: ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია

    “ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

    “შეაჩერეთ ომის ტრაგედია”- რომის პაპი

    დაფიქსირდა თუ არა რადიაციის დონის მატება ირანში აშშ-ს იერიშის შემდეგ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

SJC: დოიაშვილის გათავისუფლება სამოქალაქო აქტივიზმის გამო მის დასჯას ემსახურება

20:13; 17.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” დავით დოიაშვილის “ახალი თეატრიდან” გათავისუფლებას ეხმაურება.  

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ახალი თეატრიდან” დავით დოიაშვილის გათავისუფლებას და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” რეჟიმის მხრიდან ადამიანების პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა, რომლის უკანონო და დისკრიმინაციული საფუძვლები ზედაპირზე დევს.

2025 წლის 16 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა “ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, დავით დოიაშვილი. დოიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას 2004 წლიდან იკავებდა.

“ახალი თეატრი” და მისი დასი 2023 წლის გაზაფხულის აქციების შემდეგ, აქტიურად გამოხატავდა პროტესტს “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ. 2024 წელს, ეგრეთ წოდებული “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების შემდგომ, დოიაშვილმა კანონის მიმართ თავისი პოზიცია სცენიდანაც გამოხატა. თუმცა, “ახალი თეატრი” და მისი დასი, აქტივიზმის ახალ ეტაპზე 2024 წლის დეკემბერში, თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდგომ გადავიდა. ჭიჭინაძე 4 დეკემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების პერიოდში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით” განაცხადა “ახალი თეატრის” დასმა და 2025 წლის იანვარში საზოგადოებას მანიფესტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, დასმა რეგიონული ტურნე წამოიწყო. ტურნეს მიზანი ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების გარშემო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კონსოლიდაცია იყო. თეატრის დასი და საზოგადოება, დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზად, სწორედ მის ბოლოდროინდელ, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურ ჩართულობას მიიჩნევს.

ზემოაღნიშნული გარკვეულწილად დასტურდება დოიაშვილის გათავისუფლების ოფიციალური ვერსიითაც. სამინისტროზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეატრი ბიუჯეტიდან უწყვეტად იღებდა დაფინანსებას, თუმცა შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო, რაც, როგორც ჩანს, ოფიციალურ საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ “პროფესიული თეატრების შესახებ” კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პასუხად, საჯარო სამსახურში გატარებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში შეიტანა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის აპრილიდან ამოქმედდა. კერძოდ, სახელმწიფო პროფესიულ თეატრებში, გაუქმდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად დირექტორი განისაზღვრა. ის პირები, რომლებიც ცვლილებების ამოქმედების მომენტში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდნენ, ავტომატურად გახდნენ თეატრის დირექტორები. შესაბამისად, არსებული მოწესრიგებით, დირექტორმა შეითავსა თეატრის როგორც ადმინისტრაციული, ისე შემოქმედებითი მმართველის ფუნქცია.

ამასთან, გამარტივდა თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურაც. კერძოდ, თეატრის დირექტორი შეიძლება გათავისუფლდეს კულტურის მინისტრის მიერ, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის, თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის, ან კულტურის მინისტრის ერთპიროვნული ინიციატივის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა. სავარაუდოდ, დოიაშვილის გათავისუფლების საფუძვლად, სწორედ ეს უკანასკნელი იქნა მითითებული.

ამ ეტაპზე უცნობია, მიეცა თუ არა დოიაშვილს წინასწარი გაფრთხილება თეატრის სამუშაო გეგმის აღდგენის თაობაზე, ან ეცნობა თუ არა მის მიმართ მოსალოდნელი ზომების შესახებ. შემაშფოთებელია, რომ დირექტორი, რომელიც, მათ შორის, პასუხისმგებელია თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაზე, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მინისტრის მიერ, ერთპიროვნულად, თეატრის დასის თუ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობის, მათთან კონსულტაციის გარეშე გათავისუფლდა. თეატრის დასის 2025 წლის 16 აპრილის განცხადება ადასტურებს, რომ მინისტრის გადაწყვეტილება არათუ ხელს შეუწყობს სახელოვნებო პროცესის აღდგენას, არამედ პირიქით, გაამწვავებს ურთიერთობას სამინისტროსა და თეატრის შემოქმედებით კოლექტივს შორის და მაღალი ალბათობით, პროცესებს ჩიხში შეიყვანს.

საქართველოს კონსტიტუცია ყველას აღჭურავს შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებით. შეკრებისა და მანიფესტაციის გზით, პოზიციის დაფიქსირება გარანტირებულია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონითაც. დავით დოიაშვილის თეატრიდან გათავისუფლება მიუთითებს, რომ ის დაისაჯა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზების გამო და შესაბამისად, მისი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება აშკარად დისკრიმინაციული და უკანონო იყო. ამასთან, მისი გათავისუფლების ფორმა ადასტურებს, რომ სამინისტროს არ უცდია მასთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება, თეატრთან დაკავშირებული საკითხების დიალოგისა და სამუშაო ფორმატში განხილვის მიზნით. პირიქით, “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ სახელდახელოდ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, გამოყენებულ იქნა კულტურის სფეროში მომუშავე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ზედა მენეჯერული რგოლის მუშაკების დამორჩილებისა და კონტროლის მიზნებისთვის.

თეატრი ყოველთვის წარმოადგენდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთ ეპიცენტრს და მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყანაში თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. აქედან გამომდინარე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის გათავისუფლება, სწორედ კულტურის მუშაკებზე ზეწოლად და თავისუფალი სივრცეების გაქრობის და კრიტიკული აზრის ჩახშობის მორიგ მცდელობად უნდა შეფასდეს”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ISFED: ბენეფიციარების ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს

16:50; 23 ივნისი, 2025
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

16:30; 23 ივნისი, 2025
საზოგადოება

ადვოკატი: მზია ამაღლობელს მხედველობა გაუუარესდა

16:13; 23 ივნისი, 2025
საზოგადოება

SJC: ჩაგვრამ ჭიათურელი მაღაროელები კიდევ ერთხელ აიძულა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ

15:34; 23 ივნისი, 2025
საზოგადოება

“თავისუფლება მზიას” – ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი დაიწყო

14:35; 23 ივნისი, 2025

რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა

"ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას" – ადვოკატი

ყველა სიახლე

სამართალი

აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

17:28; 24.06.2025
მსოფლიო

„ისრაელ, არ ჩამოაგდოთ ბომბები!“ _ ტრამპი ორივე მხარეს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

15:41; 24.06.2025
პოლიტიკა

რას ცვლის „ოცნება“ დაჩქარებული წესით სასამართლოების შესახებ კანონში

15:37; 24.06.2025
პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საშინელებაა იმის ყურება, როგორ მიემართება საქართველო ერთპარტიული სისტემისკენ

14:51; 24.06.2025
პოლიტიკა

დავითაშვილის მაგივრად ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

14:15; 24.06.2025
სამართალი

შსს: “პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს”

11:57; 24.06.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება – Demo Day გაიმართა

11:45; 24.06.2025
პოლიტიკა

სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც გადაღება იზღუდება

11:44; 24.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა

11:15; 24.06.2025
პოლიტიკა

გენერალური პროკურორების კანდიდატი: შეუძლებელია სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენცია ინფორმირებული მოქალაქის გარეშე

10:27; 24.06.2025
მსოფლიო

“ევროკავშირმა, შესაძლოა, ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს”- კაია კალასი

10:22; 24.06.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია

10:08; 24.06.2025
ზაფრანი

რომელ სართულზე სჯობს ცხოვრება

10:00; 24.06.2025
ზაფრანი

დაფნის ფოთლის სამკურნალო თვისებები

9:54; 24.06.2025
ზაფრანი

როგორ მივიღოთ და შევინარჩუნოთ რუჯი ზღვაზე

9:48; 24.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

16:36; 21.06.2025
0

“ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

14:26; 18.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო