თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალა.
კვირას, თალიბანის მთავრობის სპორტის დირექტორატის წარმომადგენელმა, ატალ მაშვანიმ, განაცხადა, რომ ისლამურ შარიათის კანონში ჭადრაკი „აზარტული თამაშების საშუალებად ითვლება“.
„ჭადრაკთან დაკავშირებით რელიგიური მოსაზრებები არსებობს“, – განუცხადა მან AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს.
მისი თქმითვე, სანამ ეს მოსაზრებები არ იქნება განხილული, ავღანეთში ჭადრაკის სპორტი შეჩერებულია.