დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.
“50 წლამდე მამაკაცი, პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, გრიგოლ გეგელიას მიმართ უკვე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგად შემთხვევის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით მიიმალა.
გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შს თანამშრომლები მუშაობენ.
“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!“_ აცხადებს “ლელო-ძლიერი საქართველო”.