dailysabah- ის ინფორმაციით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბურსას გურსუსა და კესტელის რაიონებს შორის ტყის ხანძარი მესამე დღეა მძვინვარებს და მისი კონტროლისთვის ძალისხმევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად.
იმ ადგილებში, სადაც ხანძრის ინტენსივობა შემცირდა, ამჟამად ზარალის შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს.
ბურსას გუბერნატორის განცხადებით, პროვინციაში მიმდინარე ორი ტყის ხანძრის ჩასაქრობად, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ძალებია ჩართული, სულ 11 საჰაერო საშუალება, 971 სახმელეთო საშუალება და 2,684 პერსონალია მობილიზებული.
26 ივლისს ბურსას გურსუსა და კესტელის რაიონებს შორის გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გაძლიერდა. სიფრთხილის მიზნით, კარაჰიდირის, იღდირის, აღლაშანისა და ავდანჯიკის მიმდებარე სოფლის უბნების მაცხოვრებლები დროებითი ევაკუაცია გახორციელდა.






























































