თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა პაკისტანში მოხდა. ინფორმაციას france press ავრცელებს.
„თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა“, – განაცხადა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დამალვა ითხოვა, რადგან მას მედიასთან საუბრის უფლება არ ჰქონდა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, „თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.





























































