ოზურგეთში უხვმა ნალექმა ბევრი პრობლემა შექმნა. ქალაქში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა ამ ფაქტით და დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს, ბექა რომანაძეს.
მისი თქმით, თოვლმა და უხვმა ნალექმა ქალაქსა და სოფლებში კომპანიის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც იყო ავარიული შემთხვევები.
“თოვამ დააზიანა კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც იყო ავარიული შემთხვევები, ამის აღმოსაფხვრელად ჯგუფები დილიდან მუშაობდნენ, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი უკვე აღდგენილია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა სოფელს დღესვე მივაწოდოთ ელექტროენერგია.” – გვითხრა რომანაძემ.