ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ ყოველთვის ეძებდა იმ ელექსირს, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების ტკბობას გაუხანგრძლივებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვდავების წყალი ლეგენდებში დარჩა, არსებობს სისტემები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას. ასეთებია:
– ლოცვა ტრაპეზის წინ, დილით და ძილად მისვლის ჟამს.
– გემოს ენერგიის სწორად გამოყენება. საამისოდ, ყოველდღე, არანაკლებ 15 წუთისა, უნდა მოხდეს ყურადღების კონცენტრაცია ენის წვერზე. სწორი კონცენტრაციის შემთხვევაში, დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნერწყვი, რომელიც მოტკბო გემოსია. ეს ჩვევა საგრძნობლად შეამცირებს საკვების რაციონს, დაგაკმაყოფილებთ სულ უბრალო საკვებიც კი და მოგცემთ საშუალებას, დიდი ხნის განმავლობაში გაძლოთ უჭმელად, იშიმშილოთ.
– სიცილის მედიტაცია. გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ ლოგინში მწოლიარემ დაიწყეთ სიცილი. ეს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობილების საწინდარია.