ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ.
“სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.
როგორც ნესტან ქარჩავა ამბობს, ჯერ მამა დაიღუპა, დღეს კი – შვილი.
„ჯერ მამა გარდაიცვალა, დღეს კი შვილი. მამა ავადმყოფობდა, შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია,“ – ამბობს „გურია ნიუსთან“ ნესტან ქარჩავა.































































