წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, გარდაცვლილი 35 წლის მამუკა ჩანგელიაა.
“ჩვენი მამუკა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს _ დედას უნახავს საწოლში გარადცვლილი. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“, _ გვეუბნება წყარო.