უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე, _ იუწყება “რადიო თავისუფლება”.
10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა:
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება“.
მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.