“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს, ა.ჯ.-ს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მიმდინარეობს გამოძიება.