დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული “ლელობურთი” გაიმართა. ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მაცხოვრებლები შეეჯიბრნენ.
შეჯიბრი ზემო შუხუთის მაცხოვრებლების გამარჯვებით დასრულდა.
ინფორმაციისთვის, ლელობურთს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.