გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    გენდერული თანასწორობის საბჭო უქმდება, რა იქმნება ჩოხატაურში და რა ფუნქცია ექნება – რას ამბობს მარინე ბერაძე

    “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ _ ჯაფარიძე

    პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“

    სიახლე მათთვის, ვისაც კრედიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვს

    “როგორ გვენანები, ჩვენო საუკეთესოვ” _ “ჩოხატაურს კიდევ ერთი გამორჩეული ექიმი მოუკვდა”

    დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

    “კატასტროფაა, რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი”- ლევან ბერძენიშვილი

    “ყველაფრით გამორჩეული, არავისმსგავსი თამთა…” _ ჩოხატაურელები თავიანთ უსაყვარლეს ექიმს ემშვიდობებიან

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების სასწავლებელში მიღების უფლება შეუჩერა

    “პაკისტანი ვერ მიიღებს წყალს, რომელზეც ინდოეთს უფლებები აქვს”- ინდოეთის პრემიერი

    “მემორანდუმზე ხელი უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოაწეროს” _ მოსკოვის მოთხოვნა

    კაია კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

    საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებში მაღალი უსაფრთხოების ციხეს ააშენებს

    “ყველა მინიშნებით ლიკვიდირებულია”- ისრაელის თავდაცვა ჰამასის ლიდერზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    გენდერული თანასწორობის საბჭო უქმდება, რა იქმნება ჩოხატაურში და რა ფუნქცია ექნება – რას ამბობს მარინე ბერაძე

    “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ _ ჯაფარიძე

    პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“

    სიახლე მათთვის, ვისაც კრედიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვს

    “როგორ გვენანები, ჩვენო საუკეთესოვ” _ “ჩოხატაურს კიდევ ერთი გამორჩეული ექიმი მოუკვდა”

    დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

    “კატასტროფაა, რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი”- ლევან ბერძენიშვილი

    “ყველაფრით გამორჩეული, არავისმსგავსი თამთა…” _ ჩოხატაურელები თავიანთ უსაყვარლეს ექიმს ემშვიდობებიან

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების სასწავლებელში მიღების უფლება შეუჩერა

    “პაკისტანი ვერ მიიღებს წყალს, რომელზეც ინდოეთს უფლებები აქვს”- ინდოეთის პრემიერი

    “მემორანდუმზე ხელი უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოაწეროს” _ მოსკოვის მოთხოვნა

    კაია კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

    საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებში მაღალი უსაფრთხოების ციხეს ააშენებს

    “ყველა მინიშნებით ლიკვიდირებულია”- ისრაელის თავდაცვა ჰამასის ლიდერზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვუთხარი, არც ერთი არ მინდა გენაცვალე, „კოლხოზნიკი” მომეცით-მეთქი“

10:29; 5.03.2023
მთავარი, სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სპორტის ახალგაზრდა ქომაგებს ალბათ გაუკვირდებათ და თავის დროზე ტრამპლინიდან მხტომელ კობა წაქაძეს ოთხ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა. წინა საუკუნის 60-იან წლებში წაქაძე უძლიერეს საბჭოთა მხტომელად ითვლებოდა.

ბატონი კობა საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.

„გაკულაკებული” ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი ვარდენი განათლებით ქიმიკოსი იყო და მეორე მსოფლიო ომში არ გაუშვეს, ეშინოდათ, გაიპარებაო. ამიტომ გადაასახლეს. 1942 წელს დაბრუნდა, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ იყო ავად ტუბერკულოზით. პირველი თხილამური სწორედ მამამ მიყიდა – დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი ბაზარში გაყიდა და… ორ დღეში გარდაიცვალა კიდეც.

ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა ძალიან კარგად იდგა თხილამურზე. პირველად მან მასწავლა სრიალი, თუმცა იმის გამო, რომ იმ დროს თავშესაფარზე ფიქრი გვიწევდა და ნათესავიდან ნათესავთან გადავდიოდით, თხილამურზე ნაკლებად ვფიქრობდი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩვენთას ბაკურიანში, ასევე ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში და სხვაგანაც კარგა მოზრდილი სამხედრო ნაწილები იდგა – საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას თურქეთიდან გერმანელების შემოჭრის ეშინოდა და საზღვარს იცავდა. ჰოდა, ჩვენი, ბავშვების მთავარი გასართობი სწორედ სამხედროები იყვნენ – სადაც წავიდოდნენ, ყველგან დავყვებოდით. ხანდახან თავლების დალაგებაში ვეხმარებოდით, ცხენებს ვუბანდით, სამაგიეროდ კი ისინი საჭმელს გვაძლევდნენ – შვრიას! დედა ამ შვრიას რძეში დაალბობდა და… ეს ჩვენთვის ნამდვილი დელიკატესი იყო! თავის მხრივ, ბებიაჩემი და დედაჩემი სამხედროებს პატივისცემას არ აკლებდნენ – ხან ხილს უგზავნიდნენ, ხან არაყს.

ჩვენთან, ბაკურიანში პირველი ტრამპლინი 1934 წელს ააგეს. მაშინ საქართველოს სპორტკომიტეტში ზამთრის სახეობათა კურატორი ცნობილი ალპინისტი სანდრო გვალია იყო და ტრამპლინი სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო. ჯარისკაცებთან ერთად ხშირად დავდიოდი იმ ტრამპლინზე… სხვათა შორის, ერთხელ სამხედროს თხილამური არაყში გავუცვალე – ეს იყო ჩემი პირველი „ნამდვილი” თხილამური!

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიქნებოდი ასე 7-8 წლის. მაშინ ბაკურიანში ხშირად ისვენებდნენ ბერიას, კაგანოვიჩის, მოლოტოვის და სხვა მაღალჩინოსნების მეუღლეები, ტყესთან პატარა სახლი იდგა და იქ ცხოვრობდნენ. სადილს რომ მორჩებოდნენ, სპეციალურად არ ყრიდნენ, იცოდნენ, რომ მე და ჩემი მეგობრები, პატარა ბაკურიანელი ბიჭები სადღაც იქვე, ახლო-მახლო ვიყავით ჩაცუცქულები და ველოდებოდით, როდის წავიდოდნენ. მერე კი, როცა დაცვა გვანიშნებდა, გიჟებივით გავრბოდით საჭმლის ნარჩენების ხელში ჩასაგდებად. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში მომიწევდა ცხოვრება.

ერთხელ სკოლიდან იმის გამო მრიცხავდნენ, რომ ზამთარში შენობის სახურავიდან გადმოვხტი. ქართულის მასწავლებელმა დამიცვა, რატომ რიცხავთ, ცოცხალი ბავშვია, სხვებივით კი არ ძინავს გაკვეთილზეო!

წლების მერე, როცა გავიზარდე და უკვე სერიოზულად დავიწყე ტრამპლინიდან ხტომაში ვარჯიში, რამდენიმე საათს ვატარებდი აქ. დღეში 20-25 ნახტომს ვასრულებდი, მაგრამ ყველაზე მეტად ტრამპლინის კიბეებზე ასვლა მეჯავრებოდა – ძალიან ვიღლებოდი!

თბილისში პირველად ჩამოსული დიდ „შარში” გავეხვიე: 5 ცალი ნაყინი ვიყიდე, 4 კი ჯიბეში ჩავიდე. სანამ ერთს ვჭამდი, დანარჩენი დადნა და შარვალი დამისველა. ვიფიქრე, გამყიდველმა მომატყუა-მეთქი და მასთან საჩხუბრად მივბრუნდი… ამ ისტორიაზე შვილებს და შვილიშვილებს დღემდე გულიანად ეცინებათ.

ბავშვობაში, როცა ბაკურიანის გარშემო მწყემსად დავეხეტებოდი, არწივების მელიებზე და კურდღლებზე ნადირობას ვაკვირდებოდი. გამოჩნდებოდა ცაში წერტილი, ჯერ ტრიალებდა, მერე კი, როცა მინდორში მსხვერპლს დაინახავდა, ფრთებს სხეულზე მიიკრავდა, კისერს გაჭიმავდა და ტყვიასავით დაეშვებოდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს სწორედ ეს სურათი გამახსენდა და სხეულის გასწვრივ დავიდე ხელები. აშკარად უკეთესი ნახტომი გამომივიდა და მას მერე ეს ჩემი სტილი გახდა. პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაზე ასე გადმოვხტი და აღმოჩნდა, რომ პირველი ვყოფილვარ, ვინც ეს გააკეთა. მერე ასეთ სტილს „წაქაძის ნახტომი” უწოდეს. არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყო – ავსტრიელი, გერმანელი, ამერიკელი და შვეიცარიელი ჟურნალისტებიც ზუსტად ასე წერდნენ – „წაქაძის ნახტომიო”…

შიში? არა, ნახტომის არასდროს მეშინოდა, პირიქით, ფრენა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველი სტარტის წინ, როცა გავიგონებდი „კობა წაქაძეო” და ხალხის ტაში მესმოდა, თავს შევუძახებდი, კობა, თავითაც რომ დაერჭო, მაინც შორს და ლამაზად უნდა გადახტე-მეთქი! აი, სულ ეს იყო და ეს. ეხლა რომ ვიხსენებ, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ წავქცეულიყავი, გულშემატკივრებს მაინც ხელში აყვანილი გავყავდი არენიდან.

ჩემი პირველი დიდი შეჯიბრება სოფლის ახალგაზრდობის საკავშირო პირველობა იყო, რომელიც დაბა იახრამაში ჩატარდა. პირველი ადგილი დავიკავე და იცით ვის ვაჯობე? არამ ადამიანცს, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო! დასრულდა თუ არა ის შეჯიბრება, ადგა არამი და თავისი თხილამური მაჩუქა – „მოსწავლე რომ გაჯობებს მასწავლებელს, კი უნდა დაანებო თავი სპორტსო”, – ასე მითხრა.

იახრამის მერე მოსკოვში გავემგზავრე, ახლა არც მახსოვს რა შეჯიბრება იყო. თავიდან არ მიშვებდნენ, სოფლიდან ჩამოსულს აქ არაფერი ესაქმებაო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიასპარეზე და ადამიანცის თხილამურით მეოთხე ადგილი რომ დავიკავე, სხვა თვალით შემომხედეს – არმიის სპორტული კლუბის ბაზაზე დამტოვეს ქალაქის ნაკრების შეკრებაზე.

იახრამაში გამარჯვების შემდეგ, 1953 წლიდან დაწყებული, საქართველოში ფული აღარ დამიხარჯავს – ჩვენთან საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტის ხარჯით ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი. მერე, როდესაც „დიდი კობა წაქაძე” გავხდი, ჩემთვის სპეციალურ ბიუჯეტს ადგენდნენ-ხოლმე.

1954 წელს პირველად მოვხვდი იტალიაში. ტურნირის მერე მასპინძლებმა სადილად დაგვპატიჟეს და სპაგეტი მოგვართვეს. აბა ბაკურიანში დაბადებულ-გაზრდილ ცხვირმოუხოცავ ბიჭს საიდან უნდა მცოდნოდა რა იყო ეს შენი სპაგეტი?! მაშინ ჩვენთან ისეთი შავი და მაგარი მაკარონები იყო, ვინმესთვის თავში რომ ჩაგერტყა, გაუტეხავდი! მოკლედ, მოგვიტანეს სპაგეტი ხის ჯამებით და… ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს სპაგეტი სახეში სულ ტკაცა-ტკუცით მომხვდა! თურმე იქვე ფოტოგრაფებიც სადილობდნენ და მეორე დღეს რამდენიმე გაზეთში ჩემი ფოტო გამოქვეყნდა სპაგეტით პირში და არცთუ სასიამოვნო სათაურით… რამდენიმე დღეში სენტ-მორიცში უნდა წავსულიყავით შეჯიბრებაზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა მითხრეს, შეფუთე ბარგი, მოსკოვში ბრუნდებიო. ვეხვეწე ნუ იზამთ ამას გენაცვალე, ნუ დამჩაგრავთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა! მოსკოვში ჩასული აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო „მეტროპოლში” მიმიყვანეს. იქ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორი თანამშრომელი დამხვდა, სასტუმროს პერსონალი კი ელდანაკრავივით გაჯგიმული იდგა – მათ ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა. ერთ-ერთ მაგიდასთან დამსვეს, ახლაც მახსოვს მისი ნომერი – 9. მაგიდაზე ყველაფერი გაკრიალებული ეწყო: თეფშები, ჩანგლები, დანები, კერძები… მოვიდა ვიღაც კაცი, გამიღიმა და მითხრა: „აბა გლეხუჭავ, საქმეს შევუდგეთო” და დაიწყო: ეს კოვზი ამისთვისაა, ეს – თევზისთვის, ეს – დესერტისთვის… მოკლედ, ორი დღე მასწავლიდნენ რა როგორ მეჭამა. მერეც, როცა ახალ ქვეყანაში მივდიოდი, მიმიყვანდნენ „მეტროპოლში” და იგივე კაცი მასწავლიდა როგორ მეჭამა ბაყაყი, ლოკოკინა და რა ვიცი რა აღარ!

1955 წლის 31 იანვარს, საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა, ობერსტდორფში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და მას შემდეგ თითქმის 21 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი ვიყავი!

მას შემდეგ, რაც სისტემატურად დავიწყე უცხოეთში სიარული, გერმანული ენის შესწავლა დავიწყე. დამიბარეს შესაბამის ორგანოებში და წინ დამიდეს ჩემს შესახებ მოგროვილი მასალები, ზოგად დახასიათებაში კი რუსულად ეწერა – „უცხო ენებს სწავლობსო”. თითქოს ეს ნაკლი იყო! რომ გავეცანი იმ მასალებს, ვიკითხე, რა გინდათ-მეთქი? დამიდეს სუფთა ფურცელი, კალამი და დამაწერინეს: „მე, კობა ვარდენის ძე წაქაძე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ხშირად ვმოგზაურობ უცხოეთში, პირობას ვდებ, რომ უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს თარჯიმნის გარეშე არასდროს ვუპასუხებ”. ამ „ფიცს” ხელიც მოვაწერე!

უცნაურია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფის მიცემა აკრძალული მქონდა! ამის სანაცვლოდ, ჩემს ფოტოებს ვარიგებდი, რომელზეც ჩემივე ავტოგრაფი იყო დატანილი – უცხოეთში ყველა გასვლის წინ მაძლევდნენ რამდენიმე ასეულ ბარათს და მეც ამით „ვაკმაყოფილებდი” ხალხის თხოვნას.

საპრიზო თანხა? ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში და ამერიკაში ხშირად მაჯილდოვებდნენ ფულით, მაგრამ მისი მიღების უფლება არ მქონდა. თანხა საკავშირო სპორტკომიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა და მის გარკვეულ ნაწილს მანეთებში მაძლევდნენ. შეიძლება არ იცით, მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე 3-ჯერ მოვიგე ავტომობილი, თუმცა ერთიც არ ჩამომიყვანია – საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა! აი, ასეთი მიდგომა იყო მაშინ…

50-იანი წლების მიწურულს პირველად წავედი ამერიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ მარტოს მიწევდა გამგზავრება, უშიშროებაში დამიბარეს და „აღმზრდელობითი ლექცია” წამიკითხეს. მახსოვს, რომელიღაც მაღალჩინოსანმა მთელი ჩემი საგვარეულოს სია გამაცნო და დასძინა: „უკან რომ დაბრუნდები, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო”. მხოლოდ ის ვითხოვე, ეგ ფურცელი მეც მომეცით, ხომ უნდა ვიცოდე ამდენი ნათესავი რომ მყავს-მეთქი.

ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, დამიძახეს იქ, „ზევით” და მითხრეს: ავტომობილი უნდა გადმოგცეთ და აირჩიე, რომელი გინდაო – ზიმი, გაზ-21 თუ „პაბედაო”. ვუთხარი, არცერთი არ მინდა გენაცვალე, „კოლხოზნიკი” მომეცით-მეთქი. „ეგ მანქანა სამხედრო დანიშნულებისაა, არ იყიდება, მაგრამ მოვიფიქრებთო”, – მითხრეს და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს ახალთახალი „კოლხოზნიკი”.

ნაკრების ხელმძღვანელობა ითხოვდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ჩავსულიყავი მოსკოვში შეკრებებზე, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „მეტროპოლში” ნომერი დაჯავშნილი მქონდა, გული მაინც ბაკურიანისკენ მომიწევდა: ხან შეშა იყო დასაჩეხი, ხან თივა მოსამარაგებელი, ეგეც არ იყოს, ჩემები მენატრებოდნენ… ბაკურიანში მხოლოდ 1-დან 25 მაისამდე მიშვებდნენ, დანარჩენ დროს გუნდთან ერთად ვატარებდი. რაც შეეხება ოჯახის საქმეს, რაიონის კოლმეურნეობა აგვარებდა ყველა საკითხს. ეგ კი არა, დედაჩემს სპეციალურად ურიგოდ დაუდგეს ტელეფონი, რომ ხშირად გვესაუბრა. ვიცოდი, რომ ჩვენი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ, ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, თუ რას ვჭამდი და ვსვამდი.

ერთხელ მოსკოვში ვარ და საქართველოში გამომგზავრებას ველი. აეროპორტში საშინელება ხდება: რიგი, ჩოჩქოლი, ზღვა ხალხი დგას მოსაცდელში! ამ დროს ჩამოიარა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ, თავის დაკვრით მომესალმა და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ჩემთან მისი თანმხლები პირები მოვიდნენ, თხილამურები და ბარგი ჩამომართვეს და თვითმფრინავისკენ გამიძღვნენ. თბილისში მჟავანაძესთან ერთად ვიფრინე, აეროპორტში კი ვასილ პავლოვიჩის „ჩაიკა” დამახვედრეს და ბაკურიანში გამომაცილეს. დღემდე არ ვიცი როგორ მივიდა სახლში ის კაი კაცი…

1961 წელს გერმანიაში, გარმიშ-პარტენკირხენში მსოფლიო თასის ეტაპი მოვიგე. ტურნირის შემდეგ მაცნობეს, ადენაუერმა პირადად მიგიპატიჟაო! ხომ გახსოვთ, კონრად ადენაუერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიის კანცლერი გახლდათ. მან მარტო მიმიღო, სპეციალურად გამომიგზავნა მერსედესი, მე კი, სანამ მიღებაზე წავიდოდი, ახალთახალ კოსტუმში გამომაწყვეს. მერე, მოსკოვში რომ დავბრუნდი, ერთი კვირა დაკითხვაზე დამატარებდნენ, გვითხარი რაზე ისაუბრეთო. ისე, ის კოსტუმი კი მაჩუქეს.

საუკეთესო წელი? როგორ გითხრათ, 1962 წელი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო – მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავედი, ბაკურიანში კი დიდი შეჯიბრება მოვიგე! ქართველი გულშემატკივრების წინაშე იშვიათად გამოვდიოდი და მაშინ ჩვენ ტურნირს 20 ათასი გულშემატკივარი დაესწრო!

ზედიზედ სამი ოლიმპიადის შემდეგ ძალიან მინდოდა გრენობლში გამგზავრება, კარგ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ გუნდს მიღმა დამტოვეს – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგასმა არ მაპატია, რომ ანკეტაში პირად მწვრთნელად მის ნაცვლად პაველ დემენტიევი ჩავწერე. დაბრუნდა თუ არა გუნდი გრენობლიდან, გრიგასი გაუშვეს…

ერთხელ პოლონეთში ვარ და ვიღაც კაცი მომიახლოვდა, მომესალმა, ხელი ჩამომართვა და აღტაცებულმა მითხრა: „პან წაქაძე, კრაკოვის უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი ხოლმე იმისთვის, რომ თქვენი ნახტომები მენახაო”! ვიფიქრე, გულშემატკივარია-მეთქი და მადლობა გადავუხადე, მაგრამ რომ გამშორდა, დელეგაციის ხელმძღვანელმა მითხრა, ეგ კაცი პოლონეთის პრეზიდენტი ალეკსანდერ კვაშნევსკიაო.

საერთოდ, უამრავ პოლიტიკოსს შევხვედრივარ და ამ მხრივ ნამდვილად ბევრი მაქვს მოსაგონარი. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ნიკიტა ხრუშჩოვზე, ლეონიდ ბრეჟნევზე და საქართველოს პირველ მდივნებზე რომ არაფერი ვთქვა, ნორვეგიის მეფესთან, ფინეთის პრეზიდენტთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან, იუგოსლავიის, უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ჩეხოსლოვაკიის პირველ პირებთან, აშშ-ს პრეზიდენტთან მიღებაზე ვყოფილვარ… მათგან მიღებულ სუვენირებს შინ, ჩემსავე მუზეუმში ვინახავ.

კარიერა 1972 წელს, 38 წლისამ დავასრულე. ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა თხილამური კედელს მივაყუდე და მივხვდი, რომ საკმარისი იყო. ასე დასრულდა ყველაფერი.

ჩვენ დროს სპორტის ეს სახეობა ძალიან სახიფათო იყო, არც სპორტსმენთა დაღუპვა იყო იშვიათი, თუმცა ასეთ ფაქტებს საბჭოთა კავშირში ასაიდუმლოებდნენ. ახლა მონაწილეთა უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. შედარებისთვის გეტყვით: როცა კარიერა ვიწყებდი, ჩაფხუტს და კომბინიზონს ვინ ჩივის, უქუდოდ, უსათვალოდ, შალის ჯემპრით და სპორტული შარვლით ვხტებოდით-ხოლმე! ჩემ დროს თხილამურის წონა 12 კილოგრამს აჭარბებდა, ახლა 6-7-ია…

სპორტიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არ ვყოფილვარ: სანამ ასაკი ხელს მიწყობდა, საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით ხშირად დავდიოდი ტურნირებზე მსაჯად – ორ ოლიმპიადაზე და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ვიმუშავე, მერე და მერე კი საპატიო სტუმრად მიწვევდნენ.

რატომ არ დავრჩი უცხოეთში? როგორ გითხრათ, არასდროს მქონია ამის სურვილი – ჩემი ბაკურიანი ყოველთვის ყველაფერს მერჩივნა! ეგეც არ იყოს, აქ იმდენი მაქვს დათესილი, სადმე ქუჩაში რომ წავიქცე, ყველამ იცის სადაა ჩემი სახლი და მიმიყვანენ. როცა ასეთი სიყვარულია, რა ჯანდაბა მინდა უცხოეთში?“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

კობა წაქაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთში ბესიკ ნემსაძე იმღერებს

21:39; 24 მაისი, 2025
საზოგადოება

„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია“ – რას ამბობს დემოგრაფი უარყოფით ბუნებრივ მატებაზე

19:51; 24 მაისი, 2025
სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

19:29; 24 მაისი, 2025
საზოგადოება

“ჯორჯიან მანაგანეზის” მესაკუთრეებმა და დაკავშირებულმა პირებმა “ოცნებას” ₾1 მილიონზე მეტი შესწირეს – SJC

19:20; 24 მაისი, 2025
პოლიტიკა

AMNESTY INTERNATIONAL: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების ყველა ფორმა

18:27; 24 მაისი, 2025

„მივედი ოპერატორთან და ყველა მაყურებელს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე“   

ლავროვს უკრაინის ომზე საუბრისას დასცინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთში ბესიკ ნემსაძე იმღერებს

21:39; 24.05.2025
საზოგადოება

„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია“ – რას ამბობს დემოგრაფი უარყოფით ბუნებრივ მატებაზე

19:51; 24.05.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

19:32; 24.05.2025
სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

19:29; 24.05.2025
საზოგადოება

“ჯორჯიან მანაგანეზის” მესაკუთრეებმა და დაკავშირებულმა პირებმა “ოცნებას” ₾1 მილიონზე მეტი შესწირეს – SJC

19:20; 24.05.2025
ფეისბუქსტატუსები

“ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

18:35; 24.05.2025
პოლიტიკა

AMNESTY INTERNATIONAL: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების ყველა ფორმა

18:27; 24.05.2025
სამართალი

სუს-მა საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

17:08; 24.05.2025
პოლიტიკა

იტალიის სენატში რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც “ოცნების” წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს

16:50; 24.05.2025
კულტურა

ოზურგეთის ბიბლიოთეკაში გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს შეხვდნენ

16:28; 24.05.2025
პოლიტიკა

“თავის არეში დაზიანებები მიაყენა”- “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანს თავს დაესხნენ

16:04; 24.05.2025
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:00; 24.05.2025
სამართალი

მტკვარში ცხედარი იპოვეს

15:25; 24.05.2025
მთავარი

გენდერული თანასწორობის საბჭო უქმდება, რა იქმნება ჩოხატაურში და რა ფუნქცია ექნება – რას ამბობს მარინე ბერაძე

14:53; 24.05.2025
საზოგადოება

საქართველოში ერთ ადამიანზე თვიური შემოსავალი 590, ხოლო ხარჯი 540 ლარია – „საქსტატი”

13:45; 24.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025
0

“ბარიო ღრუტა”- წარწერა ბოლო ზარის მაისურზე ჩოხატაურში

11:40; 20.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

18:35; 24.05.2025
0

“კატასტროფაა, რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი”- ლევან ბერძენიშვილი

11:08; 23.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო