მე ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და ვარ ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთიდან საქართველოში, ეს სტატუსი მაქვს მონიჭებული,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ოქუაშვილმა აღნიშნა, მადლობელია ბრიტანეთის ელჩის, რომელმაც “მათ დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა”.
„მადლობა მინდა გამოვთქვა ბრიტანეთის ელჩისადმი, რომელმაც თავის გამოსვლაში მხარი დაგვიჭირა დიპლომატიურად“,- განაცხადა ოქუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდა თუ არა ლევან ყიფიანის ვერსიას, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები და ყიფიანის სახელი და გვარი ბრიტანეთში ინვესტორებთან გამოადგებოდა, ოქუაშვილი პასუხობს:
„არ ვიცი, რანაირი გვარიშვილია ასეთი ლევან ყიფიანი, მით უმეტეს – ინგლისისთვის“.