უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკელ სენატორებს შეხვედრაზე, მათ ოფიციალურად რუსეთის “ტერორისტულ სახელმწიფოდ” აღიარებისკენ მოუწოდა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება.
„მჯერა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს ორპარტიული მხარდაჭერის სიძლიერეს, უკრაინელ და ამერიკელ ერებს შორის კავშირების სიძლიერეს.
მე გამოვხატე მადლიერება ისტორიული გადაწყვეტილების გამო, Lend Lease პროგრამის განახლების შესახებ. მოვუწოდე რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისკენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი