ზუგდიდში, 14 მაისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. წუხელ ის თბილისში, “ამერიკულ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვანს ავარიის შემდეგ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, რასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მეორე არასრულწლოვანი ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, 14 მაისს, VITO-ს ტიპის მიკროავტობუსი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევაში მონაწილე მძღოლი მ.ჩ დაკავებულია.
[ფოტო: “ოდიში ტვ”]