“დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ჩვენთვის მთავარია კანონის უზენაესობა და ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ყველას, ყოველთვის, ნებისმიერი მიზეზით და საბაბით ექნება შეკრების თავისუფლება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის კოლეგამ და თანაგუნდელმა, მინდა აღვნიშნო მისი უწყების კარგი მუშაობა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე, ბევრი პროვოკაციის მიუხედავად, პოლიციის მხრიდან ძალადობის და კანონდარღვევის გარეშე მოხდა სიტუაციის კონტროლირება და მასშტაბური არეულობის, ფიზიკური ძალადობის და ქაოსის აღკვეთა. დარწმუნებული ვარ, ეს უწყება საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველა კანონდამრღვევი ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად დაისჯება.
როგორც მართლმადიდებელს, საზოგადოების რიგით წევრს მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ძალადობა, მოწოდება ძალადობისკენ, აგრესია და სიძულვილი არის არაქრისტიანული. ჩვენი მოძღვრება სიყვარულს, შენდობას და თანაგრძნობას გვასწავლის,” _ აცხადებს კახი კალაძე.