_ ბატონო ივანე, იქნებ გვითხრათ, რის საფუძველზე გაგათავისუფლეს?
_ არ მინდა მაგ თემაზე საუბარი რა! _ გვითხრა ტაბატაძემ.
აღნიშნული კომპანიის გურიის სამსახურის უფროსი იასონ ცინცაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ სამსახურის უფროსად 16 მაისს დაინიშნა. მისი განცხადებით, ბოლოს, გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
_ ბატონო იასონ, თქვენ უკვე რამდენიმე წელია, ამ კომპანიაში მუშაობთ სხვადასხვა თანამდებობაზე, იყავით ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი, შემდეგ ჩოხატაურის, ფლობთ ყველა ინფორმაციას და იცნობთ პრობლემებს წყალთან დაკავშირებით, მიუხედავად მილიონობით ლარის გახარჯვისა, ოზურგეთს წყლის პრობლემა მაინც აწუხებს…. იქნებ გვითხრათ, როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?
_აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, თქვენთან ერთად გავივლი დეტალურად ყველა საკითხს წყლის პრობლემებთან დაკავშირებით _ გვითხრა ცინცაძემ.
ვრცელ ინტერვიუს იასონ ცინცაძესთან ორშაბათს შემოგთავაზებთ.