12:00 საათი: სამხედრო ფიცის მიღების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ.
ფიცის დადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა მოეწყობა.
12:30-დან 13:00 საათამდე, თავისუფლების მოედნიდან საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელი კოლოფები და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირზე ჩაივლიან. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდება.
12:40 საათი, ფიცის მიღების ცერემონიალი ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. ქართული ჯარის ახალ წევრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას მიულოცავენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე.
მისამართი: საქართველოს პარლამენტი, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი 26.
10:00-დან 16:00 საათამდე, ქართული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები მოეწყობა საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკი, ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, ახალციხე, საჩხერე და სენაკი.
14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია“ქართული იარაღ-საჭურველი”-ს გამოფენას გახსნის.
მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი 11.
14:00-15:00 საათებში, გლდანის პარკში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
16:00-17:00 საათებში, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი კონცერტს გამართავს ვარკეთილის IV მ/რ პოლიციის შენობის წინ.