მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციული ხასიათი არ მიეცეს და პრობლემა დიალოგის რეჟიმში გადაიჭრას.
“ვითარება შემაშფოთებელია, რამდენადაც არავის არ გვაქვს სურვილი, ამ ყველაფერმა პროვოკაციული ხასიათი მიიღოს. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ დიალოგის ფორმატში შევძლოთ პრობლემის მოგვარება. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოლიტიკას და შეაჩეროს მცოცავი ანექსია. ჩვენ ინფორმირებული გვყავს დიპლომატიური კორპუსი, რომ მოვახდინოთ ზეგავლენა რუსეთზე და შევაჩეროთ ეს პროცესი. დეოკუპაციის პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ,” _ განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცხინვალის რეგიონთან ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა მესაზღვრეებმა 24 წლის საქართველოს მოქალაქე, როსტომ სოსიაშვილი გაიტაცეს.