გამოფენა დავით უსუფაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებიც. უსუფაშვილმა საქართველოსა და ისრაელის ურთიერთანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა განაცხადა, რომ ამ დღეს ისინი არა მხოლოდ ისრაელის არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ. მისივე თქმით, მომავალ კვირაში საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული 21-ე წლიანი მეგობრობაც აღინიშნება.