_ იმედზე ღია ეთერს ვუყურებ და ლამისაა სტუდიაში შევვარდე. ნაცების აღვირახსნილი, უტიფარი დემაგოგია უკვე ყველანაირ საზღვრებს სცდება. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის 40 %-ს წარმოვადგენთო, არადა, როგორც მინიმუმ 20/25 % აქვთ მოპარული. მე მგონი, მართლაც აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამას ვერ გავექცევით, _ აღნიშნავს კვაჭანტირაძე.
კვაჭანტირაძის ამ კომენტარს საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ეს “ტკბილად კოაბიტირების” შედეგია:
_ ჩვენო ყველაზე საყვარელო მაჟორიტარო! მე რომ მქონდა თმები გაშლილი მარტო და თქვენები ტკბილად კოაბიტირებდნენ, კარგი იყო?! განსაკუთრებით დასაწყისში. ახლა მე თქვენი აქტივისტი უნდა მერქვას და ზოგიერთს ლიდერი?! (“ზოგიერთში” გადაცემაში მყოფებს არ ვგულისხმობ). მერე მეც გავჩერდი, თქვენების საკეთებლს მე ხომ ვერ გავაკეთებ ისე. თქვენი რიგებიც არანაკლებ არის გადასახალისებელი. მე ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩემი შვილის მომავალს ვიცავ და ეს ჩემი ვალია, მაგრამ მინიმუმ 60 გაუქმებული დეპუტატი რომ გიზით ქუთეისში, იმათი საკეთებელი ვინ უნდა აკეთოს?! _ წერს ლაგაზიძე.