სამართალდამცველებმა ზურაბ გ. და ალექსანდრე ს. ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. ალექსანდრე ს–ს პირადი ჩხრეკისას 0,0472 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მორფინი” ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ორივე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული საშუალება თეიმურაზ ხ-სგან შეიძინეს, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს.
გამოძიება ზურაბ გ-ს და ალექსანდრე ს-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო თეიმურაზ ხ-ს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).