https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გულიანი კაცი, რომელმაც “გურიას” მთელი ეპოქა შექმნა

9:06; 28.06.2013
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კლუბის ყველა დიდ წარმატებაში გუნდის დირექტორის წვლილი განუზომელია.

წელს მოხდა პირველად, როცა “გურიამ” წარმატებას უმისოდ მიაღწია. თუმცა, როცა “გურიას” შესახებ საუბრობენ, ევგრაფი შევარდნაძესთან ერთად, ყოველთვის ახსენებენ იმედო დუნდუას, კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება საყვარელ “გურიას” შესწირა და კლუბის დიდი ეპოქაც შექმნა.

მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში ყველა იცნობდა. ლანჩხუთის “გურიას” უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ამ ორგანიზაციების დაარსებიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე _ ეს არის იმედო (გულსუნდა) დუნდუას კარიერის ოფიციალური მხარე.

იგი გახლდათ მეგობრებზე, “გურიასა” და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში “პოლკოვნიკს” ეძახდნენ. იმედო დუნდუა მეგობრობდა ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან და სხვა საბჭოთა საფეხბურთო მოხელეებთან, განსაკუთრებით ქართველთმოყვარე ვიქტორ პონედელნიკთან იყო ახლოს.

ყველა აღიარებდა, რომ იმედო დუნდუა მეგობრობის დიდი ნიჭით გამორჩეული კაცი იყო. მისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა. “გურიას” ყოფილ ფეხბურთელებზე გადაყოლილი იყო. მერაბ ჟორდანიასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები ჰქონდა. ამ უკანასკნელის სფფ-ის პრეზიდენტად არჩევაში დიდი წვლილი შეიტანა _ პირველ არჩევნებში რამდენიმე ათეული ხმა სწორედ დუნდუას დამსახურება გახლდათ, რადგან მისი ავტორიტეტი არა მხოლოდ გურიაში, მთელს საქართველოში ჭრიდა. მაშინ დუნდუას მძიმე არჩევანის გაკეთება მოუხდა ილია დათუნაიშვილსა და მერაბ ჟორდანიას შორის, თუმცა, წინასწარვე გამოაცხადა, რომ ჟორდანიას გუნდის წევრი ხდებოდა. იმედო დუნდუა, ალბათ, ჟორდანიას საპრეზიდენტო კარზე ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, ვინც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ხვდებოდა სფფ-ის პირველკაცს.

იმედო დუნდუა 1943 წლის 25 ივნისს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ადგილობრივი სპორტსკოლის ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფში, სოსო ჟორდანიას ხელმძღვანელობით დაიწყო. შემდეგ ერთხანს საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე ლანჩხუთის “თაიგულის” შემადგენლობაში გამოდიოდა. 1963 წელს არმიაში გაიწვიეს, საიდანაც ტომსკის ოლქის სამხედრო სპორტულ ნაწილში მოხვდა. სამი წელი ითვლებოდა ტომსკელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელად.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ბავშვთა ფეხბურთში. ამ სფეროში იმედოს საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მისი აღზრდილია არა ერთი ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის თეიმურაზ ჩხაიძე და გია იმნაძე. “როცა მინდორზე გამოდიხარ, თამაშში ჯიგარი უნდა ჩადო, ბოლომდე იბრძოლო. შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგო, მაგრამ მაყურებელმა ტაში მაინც უნდა დაგიკრას. გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთელმა თავდადებული თამაშით უნდა მოიპოვოს,” _ ასე მოძღვრავდა ახალგაზრდა მოთამაშეებს ფეხბურთზე თავგადადებული იმედო დუნდუა.

ერთხელ მოუწია “გურიას” მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობა, როცა აუტსაიდერთა შორის მყოფ “გურიას” მწვრთნელი მოუხსნეს და გასვლითი თამაში პირველ ადგილზე მყოფ “დინამოსთან” უნდა გაემართათ. ახალი მწვრთნელის მოსვლამდე ეს მისია დუნდუამ იკისრა და თბილისიდან ქულა წამოიღო. თუმცა, ეს კლუბის დიდ მოჭირნახულეს საავადმყოფოში მოხვედრად დაუჯდა.

ბოლოს ისევ საყვარელი “გურიის” თამაშის შემდეგ უმტყუნა გულმა. მსაჯებს უპატივცემულოდ არასდროს უშ-ვებდა, მათთან ერთად იჯდა, როცა გულმა შეაწუხა. გარეთ გავიდა და ნახევარ საათში მთელმა ქალაქმა შეიტყო, რომ ლანჩხუთმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი.

დღეს ხშირია საუბრები მსაჯებთან ჩინოსანთა დამოკიდებულების შესახებ. იმედოს ეს დამოკიდებულება ყოველთვის სამაგალითო გახლდათ. “გურიას” რომ წაეგო და ამაში მსაჯის “წვლილიც” ყოფილიყო, ის აუღელვებლად შევიდოდა სამსაჯო ოთახში _ ბიჭებო, დიდი მადლობაო, ეტყოდა და სადილზე დაპატიჟებდა. ამიტომაც მსაჯებსაც მისი რიდი ჰქონდათ. თუ საქმე გართულდებოდა, იგი მსაჯებთან ერთად ტოვებდა მოედანს _ მაყურებლები მთლად განაწყენებულები რომ ყოფილყვნენ და მსაჯის ცემა თითქოს გარდაუვალი იყო, იმედო დუნდუას გვერდით მიმავალ მსაჯთა ბრიგადას ხელს არავინ დააკარებდა.

გულსუნდა დუნდუას დაკრძალვას მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაესწრო _ ფედერაციის მაღალჩინოსნებით და ქართული კლუბები ორგანიზებულად იხდიდნენ ვალს ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის წინაშე. ყველა გაოგნებული იყო, რომ კაცი, რომელიც 30 წელი “გურიას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, ოროთახიან არაკომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, ვინც ახლოს იცნობდა მას, კარგად იცოდა, რომ მთელ თავის შემოსავალს “გურიასა” და მეგობრებს ახარჯავდა.

გულსუნდა დუნდუას ოჯახმა სამძიმრის დეპეშები მიიღო მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, კიევიდან, მინსკიდან, დონეცკიდან… დეპეშებს გზავნიდნენ ვიაჩესლავ კოლოსკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ვიქტორ პონედელნიკი, მიხეილ ფომენკო და სხვები.

იმედო დუნდუას ფეხბურთის ქომაგებთან მუდამ მჭიდრო კონტაქტში იყო. სპორტის ამ ულამაზესი სახეობის მოტრფიალენი ბევრ და ამომწურავ ინფორმაციას იღებდნენ ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიისგან, ამიტომ საინტერესო იყო მასთან ყოველი შეხვედრა. ეს იყო კაცი, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ფეხბურთის თითქმის ყველა საიდუმლოებას, ინდ-ივიდთა თავისებურებების სწრაფად შეცნობის იშვიათი უნარითაც გამოირჩეოდა. მას ახასიათებდა ის აუცილებელი თვისებები, რაც ასე საჭიროა განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების მქონე სპორტსმენებთან ურთიერთობ-ისას. ასე რომ, იმედო კარგად იცნობდა ფეხბურთელთა ფსიქოლოგიას და არა მარტო ფეხბურთელთა. მას აგრეთვე ხელეწიფებოდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე პიროვნებებთან კავშირის ადვილად დამყარება.

აი, რას იხსენებენ მისი მეგობრები:

ბეგი სიხარულიძე, ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი: _ იმედოს დიდი და კეთილი გული ჰქონდა. კომუნიკაბელურს ადვილად შეეძლო ხალხთან კონტაქტში შესვლა. უღალატო ძმობა იცოდა. ნიჭისა და ინტუიციის წყალობით იოლად ახერხებდა რთული სიტუაციებიდან გამოსავალი გზების პოვნას.

შოთა პატარაია, “გურიის” ყოფილი მწვრთნელი: _ ნამდვილად კარგი პიროვნება იყო. უმაღლეს ლიგაში გადასვლის პერიოდში მასთან არა ერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. საქმეში მიზანდასახული ბოლომდე იბრძოდა, იმარჯვებდა კიდეც. მეგობრების საოცარი ნიჭით დაჯილდოებულს ყველას მიმართ პატივისცემა, რიდი ჰქონდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს წარსულ დროში გვიხდება ამ ერუდირებულ სიცოცხლით სავსე კაცზე ლაპარაკი.

დათო გოგიჩაიშვილი, “გურიის” ექს-ადმინისტრატორი: _ იმედოს ნაცნობთა ფართო წრე ჰყავდა. მოსკოვის სასტუმრო “სპორტში” ნებსმიერ დროს შეგეძლო მისულიყავი და “პოლკოვნიკ დუნდუას” სახელზე ნომერი გარანტირებული გქონდა. რთულ მომენტებში გადაწყვეტილების უცებ მიღება და ოპტიმალური გზების მონახვა იცოდა. ერთხელ თუ შეხვდებოდა ვინმეს, მერე არავის დაავიწყდებოდა. იუმორით სავსე, დიდსულოვანი ადამიანი იყო. იმედო დუნდუას ქართული ფეხბურთისთვის იმდენი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, რომ მის სახელს დავიწყება არ უწერია.

როცა იმედო დუნდუა გარდაიცვალა, მისადმი გამოსამშვიდობებელი სიტყვა “გურიას” პრეზიდენტმა ამირან წილოსანმა თქვა: “იმედოს დიდი გავლენები ჰქონდა არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მაღალ ეშელონებში, არამედ საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოში. იგი კლუბისთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი გახლდათ. ერთხელ მას გულმა მოსკოვში უმტყუნა და საავ-ადმყოფოში მოათავსეს. იძულებული გავხდი, მეც გადავფრენილიყავი, რადგან განაცხადი უნდა შეგვეტანა. იმედოც მოვინახულე საავადმყოფოში. ჩემი იქ ყოფნის დროს მოვიდა ადამიანი, ეროვნებით ებრაელი, ვინც გათამაშების კალენდარს ადგენდა. მან იმედოს აჩვენა “გურიის” თამაშების განრიგი და უთხრა _ პოლკოვნიკო დუნდუა, გადახედეთ, ეს ცხრილი გაკმაყოფილებთო? გაოცებისაგან პირი დავაღე _ ფეხბურთის სამმართველო მას კალენდარს უთანხმებდა,” _ გაიხსენა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ამირან წილოსანმა.

P.S. სამშაბათს, ლანჩხუთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრის, სამი ათწლეულის მანძილზე “გურიის” დირექტორის, იმედო დუნდუას სახელობის თასის გათამაშების ფინალურ ეტაპს მისსავე სახელობის ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. ტურნირი კლუბის დიდი გულშემატკივრისა და მოჭირნახულის იუბილეს მიეძღვნა _ 25 ივნისს ბატონი იმედო 70 წლის გახდებოდა.

შეჯიბრის ორგანიზატორია გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველი პრეზიდენტიც ბატონი იმედო გახლდათ. ფინალურ ეტაპზე 4 გუნდი მონაწილეობდა, ნახევარფინალებში იმარჯვეს აჭარულმა გუნდებმა _ ქობულეთელმა და ბათუმელმა ჭაბუკებმა, შესაბამისად, ლანჩხუთისა და ფოთის გუნდებს სძლიეს. მასპინძლებმა გარკვეული რეაბილიტაცია მესამე ადგილისათვის შეხვედრაში მოახდინეს, როცა ფოთელებს პენალტების სერიაში მოუგეს. ფინალში კი ქობულეთის “შუქურამ” ბათუმელები 1:0 დაამარცხა და იმედო დუნდუას თასს დაეუფლა. გამარჯვებულებს მთავარი პრიზი იმედო დუნდუას ვაჟმა, მალხაზმა გადასცა.

“ბატონმა იმედომ თავისი ცხოვრება “გურიას” მიუძღვნა. დღეს რომ ჩვენი კლუბი ქართულ ფეხბურთში ბრენდად რჩება, ამაში განუზომელია მისი წვლილი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ იყვნენ “გურიასთვის” ევგრაფი შევარდნაძე, იმედო დუნდუა და კლუბის სხვა დიდი მოჭირნახულეები,” _ განაცხადა ჩვენთან საუბარში შეჯიბრის მთავარმა ორგანიზატორმა, გრფფ-ის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ.


მარცხნიდან მესამე _ იმედო დუნდუა, მარცხნიდან მეოთხე _ მიხეილ ფომენკო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

საკრებულოს დეპუტატი: "მეგობარმა მირჩია, არ მეაქტიურა ამ კანდიდატის სასარგებლოდ"

ელისო ჩაფიძის და მარიკა ვერულაშვილის ერთობლივი ინიციატივა

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო