და აღნიშნავენ, რომ თუ მათ დასჭირდებათ, დეპუტატები შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, რომ სახელმწიფომ თავისუფლად შეძლოს ასეთი ბავშვების დახმარება
“ჩვენი ინიციატივაა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგებს. მე და ქალბატონი ელისო ჟურნალისტები ვართ და შევუერთდეთ მათ ძალიან კარგ საქმეში. მე ვთვლი, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება მართლაც პროიორიტეტული თემაა.
ისინი აკეთებენ მართლა ძალიან კარგ საქმეს _ რამდენიმე დღის წინ გადაარჩინეს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე. მათ აქციაზე მივიდა ჯანდაცვის მინისტრი და თქვა, რომ სამინისტოს ჰქონდა ფინანსური საშუალება, რომ დახმარებოდა ამ ბავშვს, მაგრამ კანონთან შეუსაბამო იქნებოდა ეს ქმედება. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ თუ ჟურნალისტებს დასჭირდებათ ჩვენი დახმარება კანონმდებლობის კუთხით, მზად ვართ მათ დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვან საკითხში,” _ განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.