მათი მოთხოვნები უცვლელია, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თანამდებობიდან გადადგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესმრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე.
გუშინ აქციის ატრიბუტებს, პლაკატებს კომბოსტო და სტაფილოც მიემატა. აქციის მონაწილეებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისინი თვლიან, რომ გამგებელი მშიშარაა.
აქციის მონაწილეებმა გუშინ “გურია ნიუსთან” განაცხადეს, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაიშლებიან, თუ შარაშენიძე აღიარებს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერია.
_ აღიაროს კოტე შარაშენიძემ, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” სახე და მხარდამჭერი და ჩვენ ვტოვებთ შენობის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კარვები გვაქვს გაშლილი. _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
დღეს კი მათ ადმინისტრაციული შენობის წინ სუფრა გაეშალათ და გემრიელად მიირთმევდნენ, მათი მოთხოვნა ასეთია: ჩვენ არ ვშიმშილობთ, ეს არის აქცია, ვითხოვთ გადადგეს შარაშენიძე.
კონსტანტინე შარაშენიძემ “გურია ნიუსთან” მათ მოთხოვნებზე სატელეფონო საუბრის დროს აქციის მონაწილეების მოთხოვნას სასაცილოს უწოდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ზოგს სიბრძნე ისე ემატება ნელ-ნელა, როგორც ვაშლს სიდამპლე.