_ “პრემიერმინისტრი ყველა ჩემს ნათქვამს უკუღმა აკეთებს. ესაა სამწუხარო რეალობა. თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, რომლითაც ის ახლა ამას ახდენს, ეს გახდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მთავრობამ შეაჩერა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ესაა ლაზიკას პორტის მშენებლობა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და ბევრი სხვა. მეორე მიზეზია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრი გაუარესება. ასევე, საკანონმდებლო გაუარესებები, მაგალითად შრომის კოდექსი. კრიმინალური ფონის მკვეთრი გაუარესება. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ამიტომ ჩემი რჩევაა, მოწოდებაა, რომ პირველ რიგში განახლდეს ეკონომიკური პროექტები. ჩვენ გვჭირდება ლაზიკას პორტი, ეს იქნება ამოსუნთქვა და არ შეიძლება ამის სააკაშვილის ჯინაზე მოკვლა. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე. უნდა განვიხილოთ ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინილიზაცია. ეს ხელს შეუწყობს თავი დავაღწიოთ საგანგებო მდგომარეობას.“ – განაცხადა სააკაშვილმა.