პოპოვიჩმა აღინიშნა, რომ ეს არის პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და სერბეთის პარლამენტის მაღალი რანგის პირებს შორის და მომავალში ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ხაზი გაუსვეს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.
„ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად რთულ საქმეში“ – განაცხადა ბატონმა პოპოვიჩმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სერბეთის პარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დასძინა, რომ სერბული ბაზარი დიდი სიამოვნებით მიიღებს ქართულ ბრწყინვალე ღვინოს. მან მოუწოდა სერბეთის და საქართველოს ელჩებს უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკურ საკითხებში და საქართველოს ელჩი ბელგრადის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. სერბეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ სერბეთის პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ბატონ პოპოვიჩს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ განვითარდება.