ჩვენთვის რამდენიმე მათგანის ვინაობა გახდა ცნობილი: პარლამენტარები ელისო ჩაფიძე, გუგული მაღრაძე და განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ სანიკიძე. სანდო წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ განათლების და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე გახდება.
განათლების და მეცნიერების ამჟამინდელი მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ურეკში უმრავლესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა: “კანდიდატურა უკვე შევათანხმე პრემიერ-მინისტრთან და მას საზოგადოებას ორშაბათს, 15 ივლისს წარვუდგენ!”