ან თევზის, ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერისათვის, აგრეთვე, საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი თევზის, ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებისათვის – ნაცვლად 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმისა, დღეიდან უკვე 2 000-ლარიდან 4 000-ლარამდე დაჯარიმდებიან.
დაჯარიმებასთან ერთად, კანონი მოპოვებული თევზის, ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების, ასევე, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია დღეს მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება დიდი რაოდენობით დარღვევებმა გამოიწვია. მისი თქმით, რეიდების შედეგად თევზჭერის წესების დარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 13 ფაქტზე, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ კანონი უფრო ლიბერალური გახდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების დარღვევის მიმართ, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ ჯერზე ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მხოლოდ უკანონოდ მოპოვებულ თევზს, ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმებს ჩამოართმევენ.
თევზჭერის იარაღის ჩამორთმევა მხოლოდ სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში მოხდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში შეტანილი ეს ცვლილებები ძალაში 2013 წლის 17 ივლისიდან შევიდა.