საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე არასწორ ნაბიჯად აფასებს. მისი განცხადებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში თანამდებობის პირები გარკვეული ვადით არიან დანიშნულები, რაც მათ საშუალებას აძლევთ ამ დროის განმავლობაში შეასრულონ ის საარჩევნო დაპირებები, რომელიც ამომრჩევლისთვის ჰქონდათ წარდგენილი. ბარამიძე მიიჩნევს, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენებით დემოკრატიული პრინციპები დაირღვევა.
“მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ზოგადი პრინციპი უნდა დავიცვათ. როცა ქვეყანაში პირდაპირი წესით არიან არჩეული თანამდებობის პირები და არსებობს მათი უფლებამოსილების განსაზღვრული ვადა. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხოს იმ დაპირებების შესრულება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გასცა. ბუნებრივია, ნაკლები დროის მიცემის შემთხვევაში, დაირღვევა დემოკრატიული პრინციპი _ ნებისმიერი მთავრობას თუ პიროვნებას აქვს თავის მოღვაწეობაში აღმასვლაც და დაღმასვლაც. თუ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში ვიღაცას არ მოეწონება მისი საქმიანობა, ეს არ უნდა იყოს განმსაზღვრელი და პოლიტიკური ზეწოლის, შანტაჟის და ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის შექმნის წინაპირობა,” _ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ.