სადაც წარმოდგენილია 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები.
2011 წლის იანვრიდან 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ მივლინებებზე გახარჯულია 1 722 300 ლარი, საიდანაც 1 144 700 ლარი დაიხარჯა ქვეყნის გარეთ მივლინებებზე. ხშირ შემთხვევებში ქვეყნის გარეთ მივლინებები იგეგმებოდა არასწორად რის, გამოც ხდებოდა მივლინების ვადების გაგრძელება და უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთების გაუქმება. აღნიშნულ ბილეთებში გადახდილი თანხები უკან არ ბრუნდებოდა და საჭირო ხდებოდა დამატებითი ხარჯების გაწევა.
ქვეყნის შიგნით მივლინებებზე საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას გაწეული იყო იმგვარი ხარჯები, რომელიც აღემატებოდა არა მხოლოდ საქართველოში არსებულ საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ ისეთი ქვეყნებისა მაგალითად როგორიცაა: აშშ, იტალია, ავსტრია და ა.შ. მაგალითად ქ. ბათუმში მივლინებულ ხელმძღვანელ პირს აუნაზღაურდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების დღიური ხარჯი 405 ლარის ოდენობით.
მივლინების ბრძანებები ხშირ შემთხვევაში გამოცემულია მოსამსახურეთა მივლინებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ, არ აქვს მინიჭებული საიდუმლოების გრიფი, მაგრამ მაინც გაურკვეველია გამგზავრების მიზანი.