როგორც მიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, შსს ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე წამების ამსახველი ვიდეო-კადრები სულ 108 პირმა იხილა. შსს-მ აგრეთვე IDFI-ს ყველა იმ ორგანიზაციის ჩამონათვალი მიაწოდა, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნული ვიდეო-კადრების დახურულ ჩვენებაზე მიიწვიეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი; ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი; ქალთა საინფორმაციო ცენტრი; PHI nternational; სამართლიანი არჩევნები; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი; სამოქალაქო ინიციატივების განვითარების ცენტრი; არასამთავრობო კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივა”; გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაცია; კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის”; მცირე და საშუალო მეწარმეები სამართლიანობისათვის; ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში; ევროპის საბჭო; ნატოს სამეკავშირეო ოფისი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა;აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართლადამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიურო; აშშ-ის რეგიონალური უსაფრთხოების ოფისი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის საშიშროების შემცირების სააგენტო; გაეროს ქალთა ორგანიზაცია; აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი; გაეროს განვითარების პროგრამა; გაეროს ბავშვთა ფონდი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; დანიის ლტილვილთა საბჭო; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორიო ცენტრი; United Nations of the High Commissioner Rights.
ამას გარდა, წამების ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენებაზე მიწვეული იყო 55 მედიასაშუალების ხელმძღვანელი.