საკრებულოს დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ მკურნალიძეებს პირველ რიგში დაუხნეს საყანე ფართობი და ახლა მოსატეხი ყანა აქვთ:
_ მკურნალიძეს მოსატეხი ყანა აქვს, ხალხს კი ჯერ ერთხელაც არ გაუთოხნავთ და ეს შენი დამსახურებაა, _ განუცხადა მერაბ მჟავიას ლელა ნაცვალაძეს.
მერაბ მჟავია: _ რა შუაშია ახლა ეს.
ლელა ნაცვალაძე: _ შენი ტრაქტორებით მოხდა ეს ყველაფერი და იმ შუაშია.
მერაბ მჟავია: _ რა შუაშია, ამიხსენი ახლა.
ლელა ნაცვალაძე: _ თავშია, თავში, მერაბ! დღეს მკურნალიძის სინდრომი გჭირთ გურიანთელებს.
მერაბ მჟავია: _ იმ ადამიანმა თუ დააშავა, კიდევაც ზის. რა ანგარიში გაქვს მკურნალიძეებთან?!
ლელა ნაცვალაძე: _ არანაირი ანგარიში არ მაქვს და საერთოდ არ ვიცნობ. მოსახლეობისგან ვიგებ ამბებს, თუ როგორ ჩატარდა სოფლის მეურნეობის პროგრამები, ასევე ვაუჩერთან დაკავშირებით. გვიან დაითესა ხალხის მიწები, მკურნალიძის კი ადრე!