რომელსაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათა შორისი საბჭოს შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვაზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის მოსაზრება ასეთია: “სანამ არ აღვრიცხავთ, რა გვაქვს, მანამ არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება _ დღეს არის სრული ქაოსი. როდესაც საგაზაფხულო პროგრამის დაგეგმარება მიდიოდა, ეს ქაოსი კარგად გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 20-30% მიწა არის რეგისტრირებული, დანარჩენი გაბნეული _ არც საბუთი აქვს. არც ნახაზი. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში უნდა აღვწეროთ მიწა, ყველა გლეხს და ფერმერს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უნდა მივცეთ.”
“გურია ნიუსის” კითხვას, საზღვრისპირა მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწები უნდა გასხვისდეს თუ არა უცხოელებზე, დავით კირვალიძემ უპასუხა: “საზღვრისპირა სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ უნდა გასხვისდეს. ჩვენ ისედაც მცირემიწიანი ვართ. სანამ არ გადაწყდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ საზღვრისპირა სასოფლო თუ არასასოფლო მიწების გასხვისების.”
მედიის წარმომადგენლების ინტერესზე, რა სტატუსით ესწრებოდა ყოფილი მინისტრი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომას, დავით კირვალიძემ განაცხადა: “სპეციალობით ვარ ნიადაგმცოდნე.ის რანგში ვესწრები.”