დღეს მედიის ყურადღება მიმართული იყო ამ პროცესისკენ, რადგან რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ დააანონსა პატიმრობაში დარჩენილი 2 პირის _ ნახუცრიშვილისა და ქაიხოსროშვილის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ეს, როგორც ჩანს, თითონ პროკურატურასაც ეჩქარებოდა, რადგან მან მოსამართლეს სთხოვა ამ შუამდგომლობის დაყენება, მანამ, სანამ მტკიცებულებათა ნუსხის გამოქვეყნება დაიწყებოდა. თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში დარჩენილი ბრალდებულები ელოდებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება რვა აგვისტოსთვის გადადო.