და ვალდებულია თანამდებობებზე ის ადამიანები დანიშნოს, რომელთა დანიშვნასაც პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” უბრძანებს. მათი თქმით, კოპალიანი იძულებულია ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, რომლებმაც მის მერად არჩევას დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა მერს იმპიჩმენტით ემუქრება. “ხალხის პარტიის” წარმომადგენლები, მერისგან კანონიერ ფარგლებში მოქმედებას და ხალხის ინტერესების გატარებას მოითხოვენ.
“არსებობს გონივრული ეჭვი, რის საფუძველზეც შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ქუთაისის ახლად არჩეული მერი, ბატონი დიმიტრი კოპალიანი იმყოფება “პატრიოტთა ალიანსის” წნეხის ქვეშ. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობიდან” პატრიოტთა ალიანსში გადაბარგებული ადამიანები. მათ მხარი დაუჭირეს დიმიტრი კოპალიანის მერად არჩევას, აქედან გამომდინარე, ის იძულებით კოჰაბიტაციაში იმყოფება. საკრებულოს უმრავლესობა თავისივე არჩეულ მერს იმპიჩმენტით ემუქრება იმ შემთხვევაში თუ მათი ინტერესები არ იქნება გატარებული ადგილობრივ თვითმართველობის სტრუქტურებში თანამდებობრივი ადგილების დასაკავებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ დიმიტრის და ვურჩევთ, ყოველი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდეს ქუთაისელი ხალხის ინტერესებს, და არა რომელიმე ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფს,” _ განაცხადეს “ხალხის პარტიის” წარმომადგენლებმა.