გურიის გუბერნატორის ზურა ნასარაიას ინფორმაციით, 12 საათის განმავლობაში გურიაში სამ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან ერთი მათგანი ფოთის ცხელების ცენტრში იყო გადაყვანილი.
ამ დროის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსი 119-მა ადამიანმა დაამარცხა და 110 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. თვითიზოლაციაში არის 744 ადამიანი.