ამის შესახებ ამირან ძოწენიძემ “გურია ნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, ამ იმედის საფუძველს დღევანდელი სასამართლო პროცესი აძლევს, რომლის შედეგად სრულიად დააკმაყოფილეს ასევე ყოფილი ვიცე-მერის კოტე რატიანის სარჩელი.
დღეს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა გაიმართება. პროცესი დღის სამ საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
“წინასწარი მოსმენაა დღეს. იმედი მაქვს, რომ მოვიგებ და ამ იმედის მიზეზს მაძლევს ის, რომ რომ ანალოგიურ საქმეზე, ასევე ყოფილ ვიცე-მერს სარჩელი დაუკმაყოფილეს,” _ განაცხადა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ამირან ძოწენიძემ.
ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის ფარგლებში ამირან ძოწენიძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების უხეშად დარღვევისთვის დაითხოვეს, მერის დიმიტრი კოპალიანის ბრძანების თანახმად. ძოწენიძე ამ ფატქს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა. თუმცა, მოგვიანებით ის იმერთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ ვიცე-გუბერნატორად დანიშნა. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ახლა უკვე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა გოჩა თევდორაძემ დატოვა.