53 ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღება, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო და 4 სექტემბერს, 24:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის შემოსული განცხადებების განხილვა და დაჯამება მიმდინარეობს. ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად მოხდება. საბუთების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 86 თანამშრომელი გაათავისუფლეს. რომლის შემდეგ სამსახურის უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის კონკურსი გამოცხადდა.