როცა ქვეყანაში სრული ეკონომიკური ვარდნაა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეს პროცესი სრული ფარსია და პროკურატურა შეგნებულად ახდენს საქმის გაჭიანურებას, რაც ყველა შუამდგომლობაზე უარით განისაზღვრება:
“მაშინ, როდესაც თბილისში აყენებენ შუამდგომლობას, საქმეს სულ სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. 4 თვის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ თითქოს სხვებს არ ეცალათ. ეს ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ახალბედაშვილი თვითონ კი არ იწერს ამას, ზემდგომი აწერს და ამიტომ ქუთაისის სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება დააყენა ადვოკატმა. ვანო მერაბიშვილსაც და მეც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ფასი, რაც ჩვენ და ჩვენმა მრავალმა აქტივისტმა, რომლებიც დაჰყავთ სასამართლოში, უნდა გადავიხადოთ ამ ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისთვის,” _ თქვა ჭიაბერაშვილმა.