რამდენიმე დღის წინ ხევსურეთიდან მთა-თუშეთში მიმავალ უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბიანკა ტიმცსუკსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქე სტეფან ბოიადჟიევს მთებში გზა აებნათ. მათ დახმარება შემთხვევით შეხვედრილ მწყემსს სთხოვეს, რომელიც სამართალდამცველებს დაუკავშირდა. პარალელურად, მათი გაუჩინარების შესახებ, ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, საქართველოში უნგრეთისა და ბულგარეთის საელჩოებმა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს შეატყობინეს.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ტურისტები მთა–თუშეთში “წითლოვანა”-ს გორაზე იპოვეს. მათ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ახმეტაში გადაიყვანეს. ამჟამად ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი საქართველოში ბულგარეთის და უნგრეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონის სამმართველოში პირადად მოინახულეს.