როგორც ისინი აცხადებენ, აქციის ასეთი ფორმით სურთ ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულებები შეახსენონ.
“მე-17 დღეა ვშიმშილობთ. ქვეყანაში ერთი მოშიმშილეც რომ იყოს, იმასაც სჭირდება ყურადღება. მჯდომარე აქციას მივმართეთ, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ, ამ ქვეყანაში ხალხი არსებობს და ამ ხალხს დიდი ძალა აქვს,” _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხვიჩა გედენიძემ.
აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოც” შეუერთდა _ გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებამ და დეპუტატებმა ამ აქციით დისკომფორტი უნდა იგრძნონ: “ჩამოვიდნენ და ფეხით გაიარონ. უნდათ სარდაფიდან და უნდათ სახურავიდან შევიდნენ პარლამენტში.”
იპოთეკით დაზარალებულების მოთხოვნა უცვლელია _ გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები.