“პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩატარდება დებატები ეკონომიკურ საკითხებზე.როგორც მოითხოვა უმცირესობამ. დღევანდელ პლენარულ სესაიზე ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას დადგენილებით და მომავალი კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ პირველ რიცხვში შედგება ეს დებატები. დაესწრებიან თუ არა მინისტრები ამაზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ რომ საპარლამენტო დებატების იდეა უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს ეკუთვნის.