აღნიშნულ საკითხზე დღეს კომისიის სხდომაზე “საქართველოს ტელერადიო ცენტრის“ ტექნიკური დირექტორი ბორის ადამია დაკითხეს.კითხვები ძირითადად ალანიას ტრანსლირების საკითხს შეეხებოდა.როგორც ,,ტელერდიო ცენტრის“ დირექტორმა განაცხადა 2010 წლამდე მას “ალანიასთან“ რაიმე სახის ხელშეკრულება ან ურთიერთობა არ ქონია.
“კითხვები დამისვეს “ალანიას” ტრანსლირებაზე ჩვენს სატელევიზიო ანძებზე. “ალანიას” ჩვენგან ადგილები ჰქონდ ააღებული, სადაც თავისი გადამცემები განათავსა. ანძები ჰქონდათ თბილისშიც, საიდანაც პროგრამებს ცხინვალის რეგიონს აწვდიდნენ”,-განაცხადა ადამიამ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი თვლის, რომ 2010 წლამდე ხელშეკრულების არ არსებობა უკვე პრობლემაა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ადამიას ჩვენება საინტერესოა მარეგულირებელ კომისიასთან მიმართებაში.
საგამოძიებო კომისია საჯარო მოსმენებს ხვალ გაარძელებს და ტელევიზიის ყველა დროის ხელმძღვანელი დაიკითხება.
“ალანიას ყველა დროის ხელმძღვანელებს მოვუსმენთ და მათგან გავიგებთ, რა ფარგლებში, რა სამართლებრივ გარემოში აპელირებდნენ. როდესაც კომპანია ქაღალდზეც კი არ არსებობს, არ აქვს ლიცენზია და ამასობაში მის ირგვლივ ყველა ყველაფერზე ჯარიმდება ციდან მოტანილი მიზეზით, ეს კომპანია უპრებლემოდ მაუწყებლობს და არავის არ აინტერესებს, სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, “ალანია” უკანონო სამეწარმეო საქმიანობითაც იყო დაკავებული. დამეთანხმებით, რომ ჟურნალისტი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ხელფასი უნდა მიიღოს. ეს საკითხიც გასარკვევია, როგორ ხდებოდა ამ ადამიანებთან ანგარიშსწორება. “-განაცხადა ხიდაშელმა.