შეხვედრებზე განიხილეს აღნიშნულ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოითქვა დიპლომატიური ურთიერთობების განვიტარების სურვილი. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს, საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა კოლეგებს ინფორმაცია მაიწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგმარეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის თაობაზე.
ასევე, გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, კასპიის ზღვის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა, რომელსაც სამხრეთ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართული ქვეყნების საგარეო უწყების პირველი პირები ესწრებოდნენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ კასპიის აუზის ქვეყნებთან მიმდინარე ენეგრეტიკულ პროექტებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონალური უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით.