წლევანდელი რთველის ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიზნით, კომპანია “გუდვილმა” ყურძენი კახეთში გლეხებისგან შეიძინა. ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ექნება ერთი კვირის განმავლობაში “გუდვილის” თბილისის ფილიალებში 8 სახეობის ყურძენი ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს და ამავდროულად კომპანია GWS-ის ღვინოები “თამადა” და “ძველი თბილისი” დააგემოვნოს. ამ პერიოდში, სპეციალურად მომხმარებლების განწყობის ასამაღლებლად, რთველის გარემო შეიქმნება, სადაც ქართული ცეკვებისა და სიმღერების ფონზე ღვინოც დაიწურება.
ღონისძიების გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
წელს, როგორც ხარისობრივი მაჩვენებლით, ისე რაოდენობის მხრივ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყურძნის საუკეთესო მოსავალია. „რთველი 2013″ აგვისტოს ბოლოს კახეთის რეგიონში დაიყო და ოქტომბრის მიწურულს რაჭაში დასრულდება.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 80 კომპანია ყურძენს 58 მიმღებ პუნქტში იბარებს. დღეისათვის უკვე ყურძნის მოსავლის 70 პროცენტზე მეტია აღებული.