კონსტიტუციით ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციად ქვეყნის, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობისათვის ზრუნვა განისაზღვრება. ხოლო ქვეყნის უსაფრთხოებაზე საბჭო აღარ იზრუნებს.
ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს. სამი მინისტრი მუდმივი წევრია, ხოლო დანარჩენ სამს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის გამო საბჭოს მდივნის უფლებამოსილებაც იზღუდება.
კერძოდ, უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქცია სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებით, ასევე, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ქვეყნის პრეზიდენტისათვის სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალისა და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება-მიწოდებით შემოიფარგლება.
უშიშროების საბჭოს მდივანს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება აღარ ექნება. ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს.