“აიტერესებდათ, არის თუ არა რომელიმე რუსთავის გარე პროდაქშენის მომზადებული და ასეთი მხოლოდ ერთია – “ნანუკას ჟორჟოლიანის შოუ”. ისიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მანამდე ასეთი არ ყოფილა. შეკითხვები ეხებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ისა და ტელეკომპანია “საქართველოს” ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები იყო 5 წლის განმავლობაში. ძირითადად ეხებოდა ტექნიკის იჯარას. “- განაცხადა გვარამიამ.
კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით საუბარია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს ინეტერსებს შეეხებოდა.
“პირველივე დღიდან როცა “რუსთავი 2” -ს გავუგზავნეთ წერილი და არამარტო მას, ვარკვევდით ძალიან მარტივ რამეს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომლითაც კომისია დაინტერესდა კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი იყო. მათ შორის ეს იყო ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც სარეკლამო ბიზნესში თავისი ინტერესები ჰქონდა. ჩვენ ძალიან ბევრი საჩივარი შემოგვივიდა და შუალედურ დასკვნაში ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. რა ტიპის ინტერესთა კონფლიქტი იყო როგორ მანიპულირებდა ჩიქოვანი და კომისია სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, დისკრიმინაციული სანქციების გამოყენებით, სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ტელევიზიებს ვუთხარით მოეწოდებინათ ინფორმაცია, დროის რა სეგმენტი ეკავა და რომელ კომპანიას მათთან. ამაზე “რუსთავი 2”-სგან ვერ მივიღეთ პასუხი, რაც ძალიან გამიკვირდა. იმიტომ, რომ მარტივი პასუხი იყო. ჩვენთვის ღირებული იყო იმის დადასტურება, რომ ამ ორი კომპანიის “ჯენერალ მედიას” და “მედია ჰაუსის” მიერ პრაქტიკულად ბაზრის უდიდესი წილი კონტროლირებადი იყო.
ხიდაშელმა ასევე გიორგი კორახაშვილის ტელეკომპნია იმედში მუშაობის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან კომისიის კითხვებს გულწრფელად გასცა პასუხები. თუმცა კოროხაშვილის თანამშრომლები ადიოდნენ ანძაზე და საკუთარი სურვილების შესაბამისად, მოქმედებდნენ, მესამე პირებთან შეთანხმებით.
“საინტერესო ჩვენება იყო ბატონი კოროხაშვილისგან. ის იმაზე უფრო გულწრფელო ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეუბნებოდნენ. მუდმივად პირველ პირში საუბრობდა. აღმოჩნდა, რომ კოროხაშვილის მეგობრები და თანამშრომლები, მესამე პირებთან აგვარებდნენ ურთიერთობებს. სწორედ ის თანამშრომლები, ადიოდნენ ანძაზე. ვიღაცას ხსნიდნენ ანძიდან, ვიღაცის კონტენტს ხსნიდნენ და როგორც უნდოდათ ისე მოქმედებდნენ. ვფიქრობ, რომ სრულიად ფანტასტიური იყო “იმედთან” დაკავშირებული ახსნა განმარტება. იმიტომ, რომ თავისთავად ეს ისტორია, იმდენად ტრაგიკული იყო, რომ ცოტა მეტ სერიოზულობას მოითხოვს და არა ასეთ დამოკიდებულებას, როგორიც ბატონი კოროხაშვილისგან დღეს მოვისმინეთ”, _ განაცხადა ხიდაშელმა.